ატლანტიკის ქარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩერჩილისა და რუზველტის შეხვედრა ხომალდ „უელსის პრინცზე“

ატლანტიკის ქარტიააშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დეკლარაცია, რომელსაც 1941 წლის 14 აგვისტოს ატლანტიკურ ოკეანეში, ბრიტანეთის სახაზო ხომალდ „უელსის პრინცზე“, ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა ფ. რუზველტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უ. ჩერჩილმა.

დეკლარაციაში საუბარი იყო ფაშისტური ბლოკის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისა და ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობის შესახებ. აღინიშნა, რომ ქარტიის ხელმომწერი მხარეები უარს აცხადებდნენ ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე და მხარს უჭერდნენ ხალხთა უფლებას, თვითონ აერჩიათ მმართველობის ფორმა.


ატლანტიკის ქარტიამ საფუძველი ჩაუყარა ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნას. 1941 წლის სექტემბერში მას შეუერთდა სსრ კავშირი და ცხრა სხვა სახელმწიფო. 1942 წლის 1 იანვარს ატლანტიკის ქარტიის მხარდამჭერი 26 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ვაშინგტონის დეკლარაციას.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები