აუტსორსინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუტსორსინგი - (outsourcing) – უკავშირდება კომპანიების მიერ ბიზნესმოდელის შეცვლას, იმ ოპერაციების გასხვისებას, რომლებიც არ შეადგენს მათი ბიზნესის ძირითად კომპეტენციას, ამასთან, უფრო იაფად შეუძლიათ შეისყიდონ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.

მიუხედავად ამისა, ამჟამად პროგრამირებისა და აპლიკაციების (პროგრამული გამოყენებების) შემუშავების აუტსორსინგი საკმაოდ მომწიფებული საბაზრო სეგმენტია განვითარებულ ქვეყნებში, მყარად არის დამკვიდრებული ისეთ განვითარებად და დიდ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი, მალაიზია; გარკვეული ქვესეგმენტი ათვისებულია მცირე ქვეყნებშიც: ისრაელი, ესტონეთი, ლიტვა. ამ ბაზარზე ახლადშემოსული ქვეყნების (რუსეთი, ბრაზილია, ჩილე, ბელარუსი, ვიეტნამი) დამკვიდრების სისწრაფე მცირდება, მაგრამ ფართოვდება მათი მოქმედების არეალი. საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების აუტსორსინგი უფრო მიმზიდველია, ვიდრე ბიზნესპროცესების აუტსორსინგი, ვინაიდან მას აღემატება თითქმის ხუთჯერ, ამასთან, ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები