აღმოსავლეთის სვინტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთის სვინტრი - Polygonatum orientale Desl

Polygonatum orientale Desl (P.polyanthemum (Bieb.) A.Dietr.) – აღმოსავლეთის სვინტრი

მრავალწლოვანი, ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი წახნაგოვანი 15-35 სმ სიმაღლის ღეროთი; ფოთოლი, მოგრძო-ლანცეტაა, შევიწროებული; ყვავილი 2-4, იშვიათად უფრო მრავალრიცხოვანია, წვრილი, შიშველი, წვრილყონწებზე. ყვავილსაფარი თეთრია; ნაყოფი სფერული, მოლურჯო-მოშავო კენკრაა. ყვ. V-VI; ნყ. VII-VIII.

ყურადღებას იპყრობს სამკურნალო მნიშვნელობით.

ხმელთაშუაზღვეთური, საერთო კავკასიური სახეობაა. აღწერილია კავკასიიდან, ტიპი პეტერბურგში.

საერთო გავრცელება: ხმელთაშუაზღვის მხარე (ბალყარეთი), მცირე აზია, სომხეთ-ქურთისტანი.

კავკასია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია: აზერბაიჯანი, სომხეთი ((Гроссгейм, 1940; Колаковский, 1985).

საქართველოში გავრცელებულია: სვანეთი, სამხრეთ ოსეთი, ქართლი, ქიზიყი. (საქ.მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში გვხვდება შემდეგ პუნქტებში: კოჯორი, საგურამოს ქედი (ზედაზენი), ნორიო, დიღმის დიდგორი, თელიანი, არმაზისა და მართაზის ხეობები. ტყის მეზოფილური სახეობაა; იზრდება ტყის მთელ სარტყელში, მეტად ჩვეულებრივია, გვხვდება როგორც ნაძვნარ-ფიჭვნარებში, ასევე შერეულ ტყეებში, ფოთლოვანებში, ბუჩქნარებს შორის.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები