ბაიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაიები

ბაიები – (XII-XIII სს.), ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი სოფ. წყორძის მახლობლად, მისგან დასავლეთით (ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია). ვიწრო ტერასაზე, კლდის თითქმის შუაგულში 3-4 სართულად განლაგებულია შენობათა მთელი ჯგუფი. გალავნის ნანგრევების შიგნით კლდეში „შედგმული“ ორი ერთნავიანი ეკლესიაა – ერთი (მარცხენა), უფრო დაბალია, მეორე უფრო მაღალი, სივრცითაც აღემატება პირველს. მცირე ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაგები, დიდ ეკლესიას მხოლოდ სამხრეთ-ჩრდილოეთ კედლები და კამარა აქვს ქვის, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს მოჩუქურთმებული კარნიზი აქვს, დიდ ეკლესიაში კი მხატვრობის კვალიც შეინიშნება. სამლოცველოდან იწყება საიდუმლო გადასასვლელები და სამალავები.

ლიტერატურა

ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები