ბალდარანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალდარან-ი ირ., ბალდარაბოს-ი დიგ. (ოს. Бæлдæрæн, бæлдæрæбос) – ოსური სამიწათმოქმედო კალენდრის საგაზაფხულო ციკლის დღეობა, რომელიც აღდგომის მომდევნო კვირას ანუ კვირაცხოვლობის დღეს აღინიშნებოდა. მთელი სოფელი აგროვებდა სალუდე მასალას, საერთო ხარჯებით ყიდულობდნენ ე. წ. ქუსართაგს (ზვარაკს); მოჰქონდათ პური და არაყი და აწყობდნენ საერთო-სასოფლო ქუვდს (ლოცვა-ნადიმს) სათანადო მსხვერპლშეწირვით; აგრარული ბუნების ღვთაებებს ბარაქიან მოსავალს და შინაური ცხოველების დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ. დღეობაში მონაწილეობა სხვა სოფლის მცხოვრებლებს არ შეეძლოთ.

რამდენადაც კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის სიხარულის განახლება და განცხოველებაა მაცხოვრის ზეცად მიბრუნების გამო, ბალდარანის მეორე სახელის – ხარდმაქასანის (Хæрдмæкæсæн – „ზეცაში ყურება“) – შინაარსი შესაძლოა, სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას გადმოსცემს. აღნიშნულ თვალსაზრისს მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ოსურ ხალხურ დღეობათა შორის ბალდარანი ყველაზე მხიარულ დღესასწაულად ითვლებოდა. სწამდათ, როგორც გაატარებდნენ ბალდარანს, ისე იცხოვრებდნენ წლის განმავლობაში.



ლიტერატურა

  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. I. М., 1881;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Дарчиева М. В. Вербальный код осетинского обрядового текста. Владикавказ, 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები