ბენაშვილი ანდრია (გენერალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია ბენაშვილი

ბენაშვილი ანდრია მიხეილის ძე - (23.III.1868 -28.VI.1941) - გენერალი. ცნობილი ქართველი მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1885. 1887 დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის მე-3 სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1887). პორუჩიკი (1890). 1899 დაამთავრა გენერალური შტაბის გეოდეზიური განყოფილება 1-ლი თანრიგით და დაიცვა დისერტაცია. შტაბსკაპიტანი (1899). კაპიტანი (1901). პოდპოლკოვნიკი (1904). პოლკოვნიკი (1908). 1904-1916 წლებში იყო რუსეთის დასავლეთ სასაზღვრო სივრცეთა ტრიანგულაციის უფროსი. I მსოფლიო ომის დასაწყისში კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში ირიცხება. 1916 წლის ივლისიდან 404-ე პოლკის მეთაურია. გენერალ--მაიორი (1917). 1917 32-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. გენერალ-ლეიტენანტი (1917). ამავე დროს მოღვაწეობდა სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის , წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომის დროს მეთაურობდა ქვეითთა მე-5 პოლკს. შემდგომში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული განყოფილების უფროსი. კითხულობდა ლექციებს ქართულ სამხედრო სკოლაში. სხვადასხვა დროს იყო: თბილისის უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, თბილისის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრების გამგე, გეოდეზიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа т. I, 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ანდრია ბენაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები