ბირთვული საბრძოლო მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბი

ბირთვული საბრძოლო მასალებისაბრძოლო მასალები, რომელთა დამაზიანებელი მოქმედება ბირთვული აფეთქების ენერგიის გამოყენებას ეფუძვნება. მათ განეკუთვნება რაკეტების (ბალისტიკური, ფრთოსანი, საზენიტო) ბირთვული საბრძოლო ნაწილები (საბრძოლო ბლოკები), ტორპედოების საბრძოლო მუხტების განყოფილება, საავიაციო ბომბები, საარტილერიო ჭურვები და ნაღმები, სიღრმისეული ბომბები და საინჟინრო ნაღმები.

ბირთვული საბრძოლო მასალების ძირითადი ელემენტებია: ბირთვული მუხტი, ავტომატიკის სისტემა და კორპუსი.

საბრძოლო მასალების სიმძლავრე ხასიათდება ტროტილის ეკვივალენტით, რომლის სიდიდის მიხედვით განასხვავებენ უმცირეს (1კტ-მდე), მცირე (1-10კტ), საშუალო (10კტ-ის ზევით 100კტ-მდე), მსხვილ (100კტ-ის ზევით 1მგ.ტ-მდე) და უმსხვილეს (1მგ.ტ-ის ზევით) ბირთვული საბრძოლო მასალები წარმოადგენს ბირთვული იარაღის ძირითად შემადგენელს.

პირველი ბირთვული საბრძოლო მასალები იყო ბირთვული საავიაციო ბომბი (ადრე ეწოდებოდა „ატომური ბომბი“). მას შემდეგ, რაც გამოჩნდა წყალბადის ბომბი, რომელიც დაფუძნებულ იქნა თერმობირთვულ რეაქციაზე, შემოვიდა საერთო ტერმინი „ბირთვული ბომბი“.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები