ბოგომილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოგომილები

ბოგომილები - ქრისტიანული ერეტიკული სექტა, რომელიც X საუკ. ბულგარეთში მღვდელმა ბოგომოლმა დააარსა სახელწოდებით „ღმერთის მეგობრები“. ბოგომილები ფილოსოფიურ და თეოლოგიურ დუალიზმს იცავდნენ, რომლის თანახმად, ღმერთმა მხოლოდ სულიერი არსებანი შექმნა, მატერია კი ეშმაკის შექმნილია.

ამ დებულებაზე დაყრდნობით ბოგომილები მისდევდნენ მკაცრ ზნეობრივ წესებსა და ხისტ ასკეტიზმს, რის საფუძველზეც უარყოფდნენ ყოველივე იმას, რაც დაკავშირებული იყო სხეულთან და ზოგადად, მატერიასთან. ბულგარეთიდან განდევნილი ბოგომილები ბოსნიაში დამკვიდრდნენ და ოსმალთა შემოსევამდე გარკვეული წარმატებით სარგებლობდნენ.




წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები