გადაწყვეტილება ოპერაციაზე (ბრძოლაზე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადაწყვეტილება ოპერაციაზე (ბრძოლაზე) - სარდლის (მეთაურის) მიერ განსაზღვრული საბრძოლო ამოცანის შესრულების წესი და ხერხები.

მოიცავს: ოპერაციის (ბრძოლის) ჩაჩანაფიქრს, ამოცანებს ჯარებისადმი (ძალებისადმი), ურთიერთქმედების ძირითად საკითხებს, მართვის ორგანიზაციის საფუძვლებს, ამოცანებს უზრუნველყოფის ძირითად სახეობებში.

გადაწყვეტილება ოპერაციაზე (ბრძოლაზე) ჯარების (ძალების) მართვის საფუძველია. იგი მიიღება დასახული ამოცანის გააზრების, ვითარების შეფასების და გაანგარიშების (ოპერაციის მოდელირების) ჩატარების შედეგად.

მონაცემებს გადაწყვეტილების მისაღებად ამზადებენ შტაბები ჯარების გვარეობების, სპეციალური ჯარებისა და სამსახურების უფროსები. ოპერაციაზე (ბრძოლაზე) გადაწყვეტილებას, ჩვეულებრივ, იღებენ რუკაზე და პირველი შესაძლებლობისთანავე აზუსტებენ ადგილმდებარეობას.

სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებში გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, იღებენ ადგილმდებარეობის მიხედვით.

ოპერაციაზე (ბრძოლაზე) გადაწყვეტილების დეტალიზება ხდება დაგეგმვის პროცესში, ფორმდება რუკაზე ლეგენდის (განმარტებითი ბარათის) თანდართვით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები