გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება − დაარსდა 1992 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელთა კრებამ აირჩია პრეზიდიუმი 5 კაცის შემადგენლობით (პრეზიდენტი – პროფ. ა. ფოცხიშვილი). იმავე წლის 30 დეკემბერს საზოგადოება გატარდა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციაში. 1992 წლის 15 სექტემბრიდან არის ჰენრი სვიტის სახელობის ლინგვისტიკის ისტორიის მსოფლიო ასოციაციის წევრი. საზოგადოება ყოველი წლის 13 აპრილს (გ. ახვლედიანის დაბადების დღეს) მართავს სამეცნიერო სესიას (იბეჭდება თეზისები) დროდადრო აწყობს გამოჩენილ ენათმეცნიერთა საიუბილეო საღამოებს. საზოგადოებამ ჩაატარა ანტონ I ბაგრატიონის დაბადებიდან 275 წლისთავის იუბილე: დააწესა ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედალი, რომლის პირველი ლაურეატები გახდნენ პროფესორები: ს. ავალიანი და ჰ. ი. არონსონი (აშშ). ქ. ბაგრატიონ-ორსინი (იტალია), მხატვარი გ. ბუღაძე, აკადემიკოსებისები: თ. გამყრელიძე და ა. თავხელიძე; უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ჰ. ფენრიხი (გერმანია), პროფ. ა. ფოცხიშვილი ე. შევარდნაძე. ა. ფოცხიშვილი.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები