გრაფემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრაფემა – (ძვ. ბერძ. γράφω, ვწერ), ენის დამწერლობითი სისტემის მინიმალური ნიშნური ერთეული, რომლის რეფერენტი (დამწერლობის ხასიათის მიხედვით) შეიძლება იყოს სიტყვა ან მორფემა (იდეოგრაფიულ დამწერლობაში), მარცვალი (სილაბურ დამწერლობაში) ან ფონემა (ანბანურ დამწერლობაში). ხშირად ტერმინი გრაფემა გამოყენებულია როგორც ასოს სინონიმი და, შესაბამისად, გრაფემული ანალიზი გულისხმობს ასო-ნიშანთა გრაფიკულ ანალიზს.



ლიტერატურა

  • ჩხენკელი თ. ასომთავრულის გეომეტრიული სტრუქტურა. – «საბჭოთა ხელოვნება», 1977. №8;
  • პატარიძე რ. ქართული ასომთავრული. თბ., I980;
  • მაჭავარიანი ე. ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები. თბ., I982;
  • გამყრელიძე თ. წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბ., 1989.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები