დალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დალი – ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში, ნიმფა. დალი მაღალ მიუვალ კლდეებში ცხოვრობს; იგი აჯილდოებს მონადირეებს ნადირობის იღბლით, სამაგიეროდ მისგან სიყვარულს და მის საიდუმლოდ შენახვას მოითხოვს. მაგრამ მონადირე, ჩვეულებრივ, ვერ ასრულებს აკრძალვას, გასცემს საიდუმლოს ან სხვა ქალს აჩუქებს დალის ნაჩუქარ ნივთს (მძივს თუ სხვა რამეს), რის გამოც დალი მას სასტიკად უსწორდება: ჯიხვად გადაქცეული გამოეცხადება და შეიტყუებს ისეთ კლდეებზე, საიდანაც მონადირე ვეღარ ბრუნდება, უფსკრულში იჩეხება. სვანური თქმულების თანახმად, ამირანი დალისა და უცნობი მონადირის შვილია.



იხილე აგრეთვე

დალის შვილი

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები