ევდემონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევდემონიზმი - (ძვ. ბერძ. . Eudaimonismós, სიტყვიდან eudáimon „კეთილი გენია,“ იტალ. Eudemonismo), ზნეობრივი სწავლება, რომელიც პირადსა თუ საზოგადოებრივ ბედნიერებაში ხედავს ზნეობრიობის (ანუ სიკეთის) მიზანსა და არსს.

ტერმინი განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვმარტავთ ბედნიერებას. თუ ბედნიერებას სუფთა ინდივიდუალური სიამოვნების მნიშვნელობით განვიხილავთ, ევდემონიზმი ჰედონიზმის მნიშვნელობას იძენს, ხოლო თუ ბედნიერება საზოგადოებრივი კეთილდღეობის ან კერძო თუ საზოგადო ინტერესის ცნებებთან იგივდება, ევდემონიზმი უტილიტარიზმის სინონიმად გვევლინება.

ანტიკურ ხანაში და შემდეგ ეთიკაში იგი მომავლის განმარტების და დასაბუთების ერთგვარი პრინციპია, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლის უმთავრეს მიზანს – ბედნიერება წარმოადგენს.

შუასაუკუნეების ფილოსოფოსები, თავისებურ ტიპურ განმარტებას იძლეოდნენ „ევდემონიზმის“ შესახებ. თომა აქვინელი ამბობდა, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისათვის „ღმერთის შეცნობაა“ და ბედნიერია ის, ვინც სრულიად მიაღწია სიმშვიდეს (უშფოთველობას) ანუ ატარაქსიას (სულიერ სიმშვიდეს).

ძველბერძენი ფილოსოფოსი ეპიკურე „ევდემონიზმში“ უმაღლეს სიამოვნებად განიხილავდა ადამიანის არა ფიზიკურ სიამოვნებას, არამედ სულიერს.

ევდემონიზმს აკრიტიკებდა ერთ–ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი, რომელიც ამბობდა, რომ ნამდვილი მოტივი მორალური საქციელისა, შეიძლება იყოს მხოლოდ მოვალეობა და არა ბედნიერებისაკენ სწრაფვა ადამიანისა.

აღმოსავლურ ფილოსოფიაში „ევდემონიზმი“ შესაძლოა განვიხილოთ, ბუდისტურ რელიგიაში, როგორც – „ნირვანა“, ანუ სულიერი განვითარების ბოლო, უმაღლესი საფეხური (სულიერი ნეტარება). „ევდემონიზმის“ ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ – არისტოტელე, ვოლტერი, დენი დიდრო, სენეკა, თომა აქვინელი, ეპიკურე, მიშელ დე მონტენი და სხვა სწავლულები.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები