ვალსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Valsi.jpg

ვალსი - (ფრანგ. Valse, გერმ. walzer), წყვილთა (ქალ-ვაჟთა) სამეჯლისო ცეკვა დაფუძნებულია წინსვლით მოძრაობასთან შერწყმულ ნარნარ ტრიალზე. მუსიკალური ზომა 3/4, იშვიათად 3/8, 6/8. განვითარდა ავსტრიული, ჩეხური, გერმანული ხალხური ცეკვებიდან, XVIII საუკუნის II ნახევრიდან კი გაჩნდა ქალაქის ყოფაში. XIX საუკუნეში გავრცელდა მთელ ევროპაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ე.წ. ვენის ვალსმა. ვალსი გავრცელდა აგრეთვე მუსიკალურ თეატრშიც და დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა საფორტეპიანო, საორკესტრო პიესის სახით.

ვალსი ძალზე პოპულარული ცეკვა და მუსიკალური ჟანრი გახდა ი. ლანერის, ი. შტრაუსისა (მამა) და ი. შტრაუსის (შვილი) შემოქმედების წყალობით. ვალსები შექმნეს: კ. ვებერმა, ფ. შოპენმა, ჰ. ბერლიოზმა, ფ. ლისტმა, რ. შუმანმა, ი. ბრამსმა, ე. გრიგმა და სხვა. რუსული სიმფონიური მუსიკისათვის ვალსი გამოიყენეს მ. გლინკამ, პ. ჩაიკოვსკიმ, ა. გლაზუნოვმა, ს. პროკოფიევმა.

ვალსის ჟანრი შეიძლება საფუძვლად დაედოს რომანსს, საოპერო არიას, სიმფონიის ნაწილს. ვალსს ფართოდ იყენებენ ბალეტში, ოპერეტაში, დრამისა და კინოფილმებისათვის დაწერილ მუსიკაში.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები