თაყაიშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაყაიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე (26.V.1881- ?) - გენერალი.

სარჩევი

განვლილი ცხოვრების მთვარი ეტაპები

  • დაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. სამხედრო სამსახური დაიწყო 1901.
  • პირველი თანრიგით დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი.
  • გაგზავნილ იქნა მესანგრეთა მე-19 ბატალიონში.
  • პოდპორუჩიკი (1902).
  • რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე.
  • პორუჩიკი (1906).
  • 1909 ქ. ირკუტსკში, აღმოსავლეთ-ციმბირის მე-2 ასეულშია. მოგვიანებით I კავკასიურ ასეულში.
  • შტაბს-აპიტანი (1910).
  • 1912 I თანრიგით დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია. კაპიტანი (1912, წარჩინებისთვის).
  • 1913 მესანგრეთა მე-2 კავკასიურ ბატალიონშია.
  • პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
  • 1915 წლიდან მე-2 კავკასიური საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელია.
  • პოდპოლკოვნიკი (1916).
  • 1917 წლის 19 აპრილიდან მე-2 კავკასიური საინჟინრო პოლკის მეთაურია.
  • პოლკოვნიკი (1917).

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის (1907); წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით (1916); წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით (1916); წმ. ანას მე-4 ხარისხის (1916).

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. გენერალი (1918). იყო ქართული არმიის საინჟინრო ნაწილების უფროსი. 1920 მივლინებით იმყოფებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც ხელმძღვანელობდა თავდაცვითი ზღუდის მშენებლობას მდ. სამურზე. 1921 წავიდა ემიგრაციაში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru/;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т.I, 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გიორგი თაყაიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები