იასიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იასიონი(ბერძნ.) მიწათმოქმედების კრეტული ღვთაება. ზევსისა (ან კორიფოსის) და პლეადა ელექტრას ძე, დარდანოსის ძმა, დემეტრეს საყვარელი.

როდესაც ღმერთები კადმოსისა და ჰარმონიას შეუღლებას ზეიმობდნენ, დემეტრემ თვალი ჰკიდა იასიონს და მოეწონა. სასმელით გონებადაბინდული შეყვარებულები შეუმჩნევლად გაიპარნენ სასახლიდან და იქვე, სამგზის გადხნულ მინდორზე თავდავიწყებით მიეცნენ ვნებას (მინდვრის სამგზისი გადახვნა უძველეს ხალხთა მაგიური რიტუალი იყო, რომელსაც აღასრულებდნენ ნიადაგის ნაყოფიერების გასამდიდრებლად). როდესაც დაბრუნებულნი იხილა ზევსმა, უმალ მიხვდა, რაც მომხდარიყო. აღშფოთებულმა ელვით განგმირა იასიონი, რომელმაც დემეტრე შეურაცხყო ამ საქციელით (ზოგიერთის თქმით იასიონი, მისივე ძმამ, დარდანოსმა მოკლა, ზოგის აზრით კი, იგი საკუთარმა ცხენებმა დაგლიჯეს). იასიონის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე ისე განრისხდა, რომ მან დედამიწას აუკრძალა ნაყოფის გამოღება. მაშინ ღმერთებმა ნება დართეს იასიონს დროებით დაეტოვებინა ხოლმე ჰადესი და დემეტრესთან დაბრუნებულიყო. ეს დაბრუნება წლის დროთა ცვლის სიმბოლოდ გაიაზრებოდა და იგი ამით პერსეფონეს მითოსის ანალოგს წარმოადგენდა.

იასიონისა და დემეტრეს სიყვარულისგან იშვა პლუტოსი, სიმდიდრისა და დოვლათის ღმერთი. იასიონმა დემეტრესაგან საჩუქრად მიიღო ხორბლის მარცვალი და ადამიანებს მიწის მოვლა ასწავლა. მისმა კულტმა კრეტადან კუნძულ სამოთრაკეზეც გადაინაცვლა.

ცნობილი მითოგრაფოსი დიოდოროს სიცილიელი გადმოგვცემს, რომ იასიონი კადმოსის მეუღლის, ჰარმონიას ძმა იყო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები