იქსიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იქსიონი(ბერძნ.) ლაპითთა მეფე. ჰადესის ცოდვილი.

ლაპითთა მეფე იქსიონმა როდესაც დეიონევსის მშვენიერი ქალიშვილის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მომავალი სასიმამრო მდიდრული ძღვენით შეიპირა, მაგრამ სიტყვა გატეხა და თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი განახორციელა: ქორწილის შემდეგ მსახურებს უბრძანა, სასახლის წინ ღრმა ორმო ამოეთხარათ და შიგ კოცონი დაენთოთ. დეიონევსმა ვერ შენიშნა ეს ორმო, შიგ ჩავარდა და ცოცხლად დაიფერფლა. ღმერთებმა უარი თქვეს იქსიონის ამ უდიდესი ცოდვისაგან განწმენდაზე. მხოლოდ ზევსმა შეიწყალა იგი, რადგან უყვარდა. განწმინდა და იმ სენისგანაც განკურნა, რომელიც შეეყარა სიმამრის მოკვლისთანავე. და უფრო მეტიც, ღმერთთა მეუფემ ეს ცოდვილი ოლიმპოსზეც კი მიიწვია. უმადური და უგუნური აღმოჩნდა იქსიონი. მას ზევსის მეუღლე ჰერა მოეწონა და მასთან სარეცელის გაზიარება მოისურვა. მაგრამ მიუხვდა ზევსი. ღრუბელს ჰერას სახება მიაღებინა და შემთვრალ იქსიონს შეუგზავნა. შემდეგ ღრუბელთან მოალერსეს თავს წაადგა და საშინელი სასჯელი განუმზადა. მისი ბრძანებით იქსიონი მარადმბრუნავ ცეცხლოვან ბორბალს მიაკრეს და ცად ატყორცნეს. დღესაც ბრუნავს ეს ბორბალი უკიდეგანო სივრცეში, იქსიონი კი გაიძახის: „მადლი მიაგეთ კეთილისმყოფელს!“.

იქსიონის და ჰერას აჩრდილის (ზოგი ვერსიით, ღრუბელთა ღვთაება ნეფელეს) კავშირის შედეგად გაჩნდნენ ამ ქვეყნად კენტავრები.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები