იყალთოს მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იყალთოს სამონასტრო კომპლექსი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამების ეკლესია

იყალთოს მონასტერი − (ინგლ. Ikalto Monastery), XI-XII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი – ფერისცვალების მონასტერი. მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, სოფელ იყალთოში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: სამი ეკლესია, აკადემიის ნანგრევები, სატრაპეზო, მარანი, სა-წნახელი, გალავანი, დამხმარე ნაგებობები.

ყველაწმინდის ეკლესია

გადმოცემით, სოფელ იყალთოში სამონასტრო კომპლექსი ჯერ კიდევ IV საუკუნეში არსებულა. VI საუკუნეში ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა აქ მცირე ეკლესია ააშენა, რომელიც ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა. ნაგებობა მრავალჯერ გადაკეთდა (ბოლოს XI საუკუნეში) და ჩვენამდე მოაღწია ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის სახით. XII-XIII საუკუნეებში კომპლექსს დაემატა ყველაწმინდის ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ფერისცვალების ტაძარი, რომლის აგების თარიღი უცნობია (სავარაუდოდ სახ-ელდება VIII-IX საუკუნეები). XI-XII საუკუნეებში ტაძარი საფუძვლიანად გადაუკეთებიათ და ჩვენამდე ამ სახით მოაღწია.

ფერისცვალების ტაძარი

აკადემიისა და სატრაპეზოს ორსართულიანი ერთმანეთზე გადაბმული კორპუსის ფართობი (765 კვ. მ.) და საწნახელისა (სიგრძე 15 მ) და მარნის მოცულობები გვაფიქრებინებს, რომ VIII-IX საუკუნეებში იყალთო ქვეყნისათვის დიდი, მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო. 1104 წელს, როცა საქართველოს მეფემ (1089-1125 წწ.) დავით აღმაშენებელმა რანთა და კახთა სამეფო გააუქმა, იყალთოს კომპლექსის წონადობა ქვეყანაში შემცირდა და სრულად რომ არ მიეტოვებინათ, დიდმა მამულიშვილმა არსენ იყალთოელმა (მაყაშვილი) გელათის აკადემია დატოვა და დავით აღმაშენებლის თანადგომით, თავის მშობლიურ კახეთში იყალთოს აკადემია დააარსა, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისამდე წარმატებით ემსახურებოდა საქართველოს მოსახლეობის განსწავლულობის საქმეს.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობა და სათავსი.

1965 წლიდან ღვთაების ეკლესიის შენობაში გახსნილია მუზეუმი. 1991 წელს ღვთაებისა და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება აღსდგა. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილია რომ იყალთოს აკადემიაში სწავლობდა გენიალური ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები