კალობანის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალობანის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხანდაკის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, მთის ბორცვზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 7,4 მ), ნაგებია ტუფით, ქვიშაქვითა და აგურით. ეკლესია დაზიანებულია, მთლიანად შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი, რომელსაც ნათლად ეტყობა გადაკეთების კვალი. სატრიუმფო თაღთან შემორჩენილია ცილინდრული კამარის ფრაგმენტები. დაზიანებულია სამხრეთი კედლის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ეკლესიას ორი შესასვლელი ჰქონია: დასავლეთიდან და ჩრდილოეთდან. დასავლეთისა მთლიანად დანგრეულია. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია აგურის ფრონტონი და აგურისსაპირიანი სარკმლის ნაწილი, შეკეთებისდროინდელია ფრონტონის შუა ნაწილში აგურის წყობით გამოყვანილი თანაბარმკლავებიანი ჯვარი. ფასადებს აგურის თაროსებრი ლავგარდანი შემოუყვება. XIX საუკუნეში ეკლესიისათვის ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ პატარა სათავსი, რომელშიც შესვლა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით შეიძლება.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები