კონიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Konio.PNG

კონიო — Conium maculatum L. კონიო ჩვენში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. ფშავ-ხევსურეთში ეძახიან მათუთას, ხევსურეთში — მათოთას; თუშეთში, ქიზიყში მათუთის; მოხევეები, ფშავები, მთიულები — მათოთის, სვანები — მათოთს. იგი მიეკუთვნება ქოლგოსანთა-Umbelliferae-ს ოჯახს.

2 მ-მდე სიმაღლის ბალახოვანი ორწლიანი მცენარეა. ღერო ღრუსებრია ლეგა ნაფიფქით დაფარული, ხშირად წითელ ლაქიანი. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, სამჯერად ფრთისებრ დატოტვილი. ყვავილები პატარა, თეთრი, შეკრებილია ქოლგისებრი ყვავილედის სახით. ყვავილობს მაისიდან შემოდგომამდე. მცენარე ხასიათდება არასასიამოვნო სუნით, რომელიც განსაკუთრებით იგრძნობა თითებით გასრესვის შემდეგ.

კონიო ძლიერ შხამიანი მცენარეა, შეიცავს ალკალოიდება - კონიინს, კონიცეინს, მეთილკონიონს და სხვ. რომელთა საერთო შემცველობა ნედლ მცენარეში 2%მდეა. ყველაზე მდიდარი ალკალოიდებით მომწიფებული თესლებია, ტოქსიკურობით გამოირჩევა კონიინი, რომელიც ძირითადად თავმოყრილია მცენარის ზედა ნაწილში, მომწიფების პერიოღში ივნისიდან აგვისტომდე, შეიძლება გამოვიყენოთ ფოთლებიც.

კონიო ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, შუა აზიაში, დასავლეთ ციმბირში. გვხვდება დანაგვიანებულ გამოუყენებელ ადგილებში, მიტოვებულ ბაღებსა და ბოსტნებში.

კონიოს ნაყენი გამოყენებულია მცენარეთა დაცვაში. მის დასამზადებლად მცენარის ფოთოლს, ყვავილედს, მოუმწიფებელ ნაყოფსა და წვრილ ღეროს აქუცმაცებენ, ასველებენ მცირე რაოდენობის წყალში (1 კგ ნედლეული, 2 ლიტრი წყალი). ამის შეჭდეგ კარგად მოსრესავენ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გამrწურავენ და შემდეგ დარჩენილ მასას უმატებენ 15 ლიტრ წყალს. კვლავ გამიწურავენ, ორივე გამონაწერს კი ურევენ ერთმანეთში და ასეთ ნარევს იყენებენ ხოჭოებისა და ხერხიების ახალგაზრდა მატლების წინააღმდეგ, ნაყენს გამოყენებამდე გრილ ადგილას კარგად დახურულ ჭურჭელში ინახავენ.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები