მართვის ოპერატიულობა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მართვის ოპერატიულობასარდლების (მეთაურების) და შტაბების უნარი, განახორციელონ ჯარების ხელმძღვანელობა ისეთ ვადებში, რომელიც დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებას უზრუნველყოფს.

ამის მისაღწევად საჭიროა: ვითარების ცოდნა, ოპერაციის (ბრძოლის) დროული მომზადება, მართვის ორგანოების და პუნქტების მუდმივი მაღალი საბრძოლო მზადყოფნა, შეთანხმებული მოქმედება და მარჯვე გადაადგილება;

კავშირგაბმულობის სისტემის საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა, ვითარების ამსახველი ინფორმაციის შეგროვების და დამუშავების მწყობრი ორგანიზაცია, მართვის და კავშირგაბმულობის ყველა ტექნიკური საშუალების კომპლექსური გამოყენება, ჯარების (ძალების) მართვის ავტომატიზაცია, შტაბების მუშაობის ყველაზე ეფექტიანი მეთოდების გამოყენება, მართვის პუნქტების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, დარღვეული მართვის სწრაფი აღდგენის ორგანიზაცია, დაქვემდებარებული შენაერთებისთვის (ნაწილებისათვის, ქვედანაყოფებისთვის) საბრძოლო ამოცანების დროული დასახვა (დაზუსტება).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები