მაყვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაყვალი

მაყვალი

  • ლათინური დასახელება – Rubus fruticosus
  • ბოტანიკური ოჯახი – Rosacease
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – მრავაწლიანი
  • ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 6-7
  • სასურველი წინამორბედი კულტურა – ტექნ. კულტურები, მარცვლეული
  • არასასურველი წინამორბედი კულტურა – პარკოსანი მცენარეები


მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით დაფარული გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე – ტურიონებზე – მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი – ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებისგან.

მაყვლის ბუჩქი

სარჩევი

აპრობირებული და პერსპექტიული ჯიშები

ნავაჰო – საშუალო საადრეო პერიოდის უეკლო ჯიში, იძლევა მსხვილ, მკვრივ კენკრას შესანიშნავი არომატით.

აპაჩე – საშუალო საადრეო პერიოდის უეკლო ჯიში, იძლევა მაღალი ხარისხის, მსხვილ, ტკბილ კენკრას.

ნატჩეზი – საშუალო საადრეო პერიოდის უეკლო ჯიში, იძლევა გემრიელ, სტაბილურად მაღალხარისხოვან, მსხვილ, ტკბილ კენკრას.

ჩესტერი – მაღალმოსავლიანი, საგვიანო პერიოდის სიმწიფის ჯიში, მკვრივი, ნაკლებად ტკბილი, ყინვაგამძლე, ტრანსპორტირებადი ნაყოფით.

შავი სატინი – საშუალო საადრეო პერიოდის სიმწიფის მაღალმოსავლიანი ჯიში, იძლევა მსხვილ, მკვრივ, ტკბილ ხილს.

ჰუაჩიტა – მაღალმოსავლიანი, საშუალო პერიოდის სიმწიფის, ძლიერ მოზარდი, უეკლო ჯიში, დიდი, მიმზიდველი კენკრით.

ჰული – უეკლო ჯიში, აქვს მსხვილი, მკვრივი, არომატული, ტკბილი ნაყოფი.

თორნლი – მაღალმოსავლიანი, საგვიანო პერიოდის სიმწიფის ჯიში, საშუალო, პრიალა შავი არომატიანი კენკრათი.

ტრიპლ ქრაუნ – ადაპტირებული უეკლო, მაღალმოსავლიანი ჯიში, კარგი არომატით.

ლოხნესი – საადრეო, პროდუქტიული უეკლო ჯიში შესანიშნავი გემოთი. იძლევა პრიალა, მიმზიდველ, არომატულ, ტკბილ კენკრას.

პრაიმ-არკ 45 როუბენ – იძლევ მაღალი ხარისხის ნაყოფს, აქვს ხანგრძლივი მოსავლიანობის პერიოდი.

საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება თვე
საშემოდგომო ხვნა X
ნიადაგის გაფხვიერება III-VIII
დარგვა III-IV
გასხვლა II-IV; XI
განოყიერება III-V-VI-VII
მორწყვა სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში
ქიმიური დაცვა II-III; IV-IX
მოსავლის აღება VII-IX
ნიადაგის დამუშავების სისტემა

ნაკვეთი უნდა დამუშავდეს 30 სმ-ის სიღრმეზე, საჭიროა კარგი დრენაჟი, აუცილებლობის შემთხვევაში pH-ის შეცვლა, საკვები ნივთიერებების, ორგანული სასუქების შეტანა, სარეველებთან ბრძოლა, ნაკვეთის ნარჩენებისგან გაწმენდა. ნიადაგის ძირითადი დამუშავებაა საშემოდგომო ხვნა ოქტომბერში. ნაყოფის დამწიფებამდე ტარდება ნიადაგის 2-3-ჯერ გაფხვიერება რიგთაშორისების შუა ნაწილში 8-10 სმ. სიღრმეზე. ძლიერი გამკვრივების შემთხვევაში ნიადაგი მოსავლის აღების შემდეგ მსუბუქად კულტივირდება.

დარგვა (ვადა, ნორმა, განლაგება)

ნაკვეთის მომზადების და ნიადაგში საჭირო დანამატების შეტანის შემდეგ ეწყობა 25 სმ-ის სიმაღლის და 75 სმ. სიგანის რიგები ან კლები. როგებს შორის მანძილი განსხვავებულია ნერგის ტიპის, ფორმირების მეთოდების და ტექნიკის გაბარიტებიდან გამომდინარე. ნახევრად ამართული მაყვლის ჯიშებს შორის დისტანცია რიგში 1.2-1.8 მ-ია. ხვიარა მაყვლის ჯიშებს შორის 2.4 მ.

მაყვალი
ნიადაგის განოყიერების და მცენარის კვების სისტემა
ორგანული 10-20 ტ/ჰა უშუალოდ გასხვლის შემდეგ
ფრინველის ნაკელი 5-10 ტ/ჰა უშუალოდ გასხვლის შემდეგ
აზოტი 35 კგ/ჰა ზრდის პირველ წელს
აზოტი 75-90 კგ/ჰა ორწლიანზე
ფოსფორი 25-30 კგ/ჰა პირველი – აპრილი, მეორე – მაისი, ივნისი, მესამე – ივლისი
კალიუმი 50-60 კგ/ჰა პირველი – აპრილი, მეორე – მაისი, ივნისი, მესამე – ივლისი
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემა

მნიშვნელოვანია მაყვლის სარეველების აღმოფხვრა, ხელით ამოგლეჯით ან თოხით, სარეველების კონტროლი ჰერბიციდის გამოყენებით, მცენარის გარშემო მულჩის გამოყენება, ინვაზირებული ღეროების ამოჭრა და მოცილება, მინერალური ზეთებით დამუშავება, წებოვანი მახეების განლაგება, ბუნებრივი მტრების გამოყენება.

მავნე ობიექტები რეკომენდირებული მომქმედი ნივთიერება
დაავადებები მეფენოქსამი, პირაქლოსტრობინი, კალციუმის პოლისულფიდი, პროპიკონაზოლი, ტრიადიმეფონი, ფენჰექსამიდი
მავნებლები ბიფეტრინი, აცეტამიპრიდი, იმიდაკლოპრიდი, თიამეთოქსამი, ფენპრორატრინი, ტებუფენოზიდი
კულტურის ტენით უზრუნველყოფის სისტემა

მაყვლის რწყვა ხდება წინა ირიგაციიდან 5-10 დღეში, ნიადაგის ტიპის და წვიმის ფაქტორის მიხედვით. სასურველი მეთოდია წვეთოვანი სისტემით მორწყვა კომპენსირებული დრეკადი მილებით მთიანი ადგილებისათვის და არაკომპენსირებული დრეკადი მილებით ვაკეზე გაშენებული ნაკვეთებისათვის. მაყვლისათვის საჭიროა 25-38 მმ. წყალი კვირაში წვიმის ან მორწყვის სახით, აყვავილებიდან მოსავლის აღების დასრულებამდე. სათბურებში მოყვანილ მაყვალს ესაჭიროება მეტი წყალი, ვიდრე ღია გრუნტში გაშენებულს

სხვა მოვლითი სამუშაოები
  • 3-4 მავთულიანი საყრდენი სისტემის მოწყობა.
  • გასხვლა, ნიადაგის ზედაპირიდან 25-30 სმ. სიმაღლეზე. ამართულღეროიან ჯუშებს ვუტოვებთ 3-4, გართხმულღეროიან ჯიშებს 5-7 ყლორტს.
  • მოსავლის აღების შემდეგ ტოტებს ძირში გადავჭრით, ამონაყარს საყრდენებზე ავაკრავთ.
  • გართხმ

უღეროიანი მაყვლის ჯიშებისთვის უნდა გაბაკეთოთ შპალერი.

მოსავლის აღება და პირველადი დამუშავება

მაყვალი იკრიფება, როდესაც ხილი მთლიანად შავია, დღის ყველაზე გრილ პერიოდში. მოკრეფილ მაყვალს ფრთხილად აწყობენ კონტეინერში. გავსების შემდეგ ყუთებში გადააქვთ დასაფასოებელ პუნქტში, აფასოებენ და საცავ-მაცივარში ან ბაზარზე გააქვთ. ხილი უნდა გაცივდეს დაკრეფიდან ძალიან სწრაფად, რაც ითვალისწინებს რბილობის ტემპერატურის დაყვანას 0-10C-მდე.

შენახვის ოპტიმალური პირობები

შენახვის ოპტიმალური ტენიანობა – 85-90% შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 0-50C შენახვის ვადა 2-14 დღე

მაყვალი – ბიბლიური მცენარე

ქართული ტრადიციის მიხედვით სინას მთაზე ღმერთი მოსეს გამოეცხადა ცეცხლის ალად მაყვლის ბუჩქში, „მაყვლოვანში“. გამოსვლათა წიგნის ებრაული ორიგინალის მიხედვით კი „ეკლის ბუჩქში“ („ჰა სანეა“-ში). თორას ებრაული ენიდან ქართულ ენაზე ებრაელი მთარგმნელები, როგორც ჩანს ქართული ტრადიციის გავლენით „ჰა სანეას“ ე.ი. „ეკლის ბუჩქს“ „მაყვლოვანად“ თარგმნიან.

საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ბიბლიის ებრაულიდან უცხო ენებზე მთარგმნელების უმრავლესობა ერთგულად მიჰყვება ორიგინალს და თავიანთ თარგმანებში უცვლელად გადააქვთ ორიგინალისეული „ეკლის ბუჩქი“ (მაგ. რუსული თარგმანები, გერმანული შტუტგარტის ბიბლია, მენგე, ცვინგლი). ამ თარგმანებისაგან განსხვავებულ მიდგომას იჩენს ინგლისური ტრადიცია, რომელიც საუბრობს არა „ეკლის ბუჩქზე“, არამედ უბრალოდ „ბუჩქზე“. მსგავსი ვითარებაა ლუთერის გერმანული თარგმანის უძველეს გამოცემებში, რომლებმაც უახლეს დროში რედაქტირება განიცადა და შესაბამისად, „ბუჩქი“ „ეკლის ბუჩქით“ შეიცვალა. ყველა ზემოთაღნიშნული თარგმანებისაგან განსხვავებით, გამოსვლათა წიგნის ხსენებული (3,2) მუხლი ქართულის მსგავსად „მაყვლის ბუჩქითაა“ თარგმნილი ტრადიციულად ბერძნულ, ლათინურ და სომხურ ბიბლიაში. ეს თარგმანები ათი და უფრო მეტი საუკუნით ადრეა შესრულებული ბიბლიის რუსულ, ინგლისურ და გერმანულ თარგმანებთან შედარებით. ამ თარგმანებში აღნიშნული მუხლის „მაყვლით“ და „მაყვლის ბუჩქით“ თარგმნის ტრადიციას ზურგს უმაგრებს სინას მთის წმინდა ეკატერინეს და მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრების ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან დიდი რუდუნებით დაცული „მაყვლოვანი“, რომელიც მარადის გვახსენებს, რომ მოსეს, სინას მთაზე ცეცხლის ალის სახით გამოეცხადა უფალი ღმერთი, ადამიანების რწმენაში განსამტკიცებლად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები