მეფეთ სადგომის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეფეთ სადგომის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადის სამხრეთ-დასავლეთ კიდეში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8X5,9 მ), ნაგებია თლილი ქვით, კამარის საბჯენი თაღი აგურისაა, ხოლო კამარარიყის ქვის. შესასვლელი ორია: ერთი, შიგნიდან და გარედან დამრეცთაღიანი, – დასავლეთი კედლის ცენტრში, მეორე, შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა, – ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილში. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს — სწორკუთხა ნიშები. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების წყვილ, მარტივ პილასტრს ეყრდნობა. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები