მინასადნობი ღუმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინასადნობი ღუმელი

მინასადნობი ღუმელიმინის მასის საწარმოებელი (სახარში) ღუმელი. განასხვავებენ შემდეგ სახეებს: ჯამისებრი, აბაზანური (პერიოდული და უწყვეტი მოქმედების) და ელექტრო. ჯამისებრ ღუმლებში მინის მასა იხარშება ცეცხლგამძლე შამოტის თიხის ჯამებში ტევადობით 100-1500 კგ. ჯამისებრი ღუმლები გამოიყენება სპეციალური მინის (ოპტიკური, შუქტექნიკური და სხვ.) და ბროლის დასამზადებლად. პერიოდული მოქმედების აბაზანურ მინასადნობ ღუმელში მინის მასა იხარშება ცეცხლგამძლე აბაზანებში. უწყვეტი ტევადობის ღუმლის საწვავს წარმოადგენს ბუნებრივი აირი და მაზუთი. ელექტრული მინასადნობი ღუმელი, რომლებშიც წინაღობის ელემენტს წარმოადგენს მინის მასა, მუშაობს ლითონის ან გრაფიტის ელექტროდებზე.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები