მირთვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირთვა – სიტყვათა ისეთი დაქვემდებარება, როცა წამყვანი სიტყვა დამოკიდებულს მხოლოდ შინაარსობრივ იკავშირებს და არა ფორმით. იგი დამოკიდებულების „ნულფორმაა“. წამყვან სიტყვას მიერთვის ზმნისართები („აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა”, ა. წერეთელი) ან ზმნისართად ქცეული განმხოლოებული ფორმა სახელისა („გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარიო“, ვაჟა-ფშაველა;„მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფვიან“, ნ. ბარათაშვილი; „წამოვიდა უცბად სეტყვა“). წამყვანი სიტყვა, ჩვეულებრივ, ზმნა ან ნაზმნარი სახელია – მასდარი, მიმღეობა (ადრე დგება, ადრე ადგომა, ადრე ამდგარი), ზოგჯერ – ზედსართავიც (ეგრე ლამაზი, ძლიერ მდიდარი...) ზმნისართი მიერთვის ზსმნისართსაც (ძლიერ ადრე, უფრო გვიან.-). მირთული სიტყვა წინადადებაში გარემოებაა, თუმცა ყოველი გარემოება, თუ იგი ზმნისართით და ზმნისართად ქცეული სახელით არ არის გადმოცემული, არ არის მირთული.

ლ. კვანტალიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები