მიწოდების ეკონომიკური თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწოდების ეკონომიკური თეორია - (supply-side economics), დოქტრინა, რომელშიც აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეროვნული წარმოების ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები, როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერიოდებში, ეკონომიკაში შრომისა და კაპიტალის ალოკაცია და ეფექტიანი გამოყენებაა. ამის შესაბამისად ყურადღებაა გამახვილებული იმ წინააღმდეგობებზე, რომლებიც ხელს უშლის წარმოების ფაქტორების მიწოდებასა და მათ ეფექტიან გამოყენებას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ერთობლივი მიწოდების მრუდის მდგომარეობას, ნაწილობრივი უმუშევრობის ბუნებრივი დონის განმსაზღვრელ ფაქტორებს და არა ეფექტიანი მოთხოვნის მოკლევადიან დონეს, როგორც ეს მიღებულია კეინზიანური მოთხოვნის თეორიაში. მიწოდების თეორიის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორებია შრომისა და ინვესტირებისადმი სტიმულირების არარსებობა, რომლებიც, თავის მხრივ, უკავშირდება გადასახადების არაადეკვატურ სტრუქტურას, აგრეთვე იმ ინსტიტუციურ ბარიერებს, რომლებიც აფერხებენ რესურსების ეფექტიან ალოკაციას. ამ თეორიიდან გამომდინარე, რეკომენდაციები მდგომარეობს გადასახადების შემცირებასა და კონკურენციის გაძლიერებაში.

მიწოდების ეკონომიკური თეორია საფუძვლად დაედო აშშ-ის ეკონომიკურ პოლიტიკას გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, კონსერვატორული ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ, რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში. იგი ეკონომიკურ პოლიტიკაში ორთოდოქსული კლასიკური ეკონომიკური თეორიის დაბრუნების ნათელი მაგალითია და თანამედროვე თეორიის - „ახალი კლასიკური მაკროეკონომიკის” შემადგენელი ნაწილი.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები