მონოთეიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოთეიზმი - (ეტიმ. ბერძ. mónos „მხოლოდ ერთი“ + theós „ღმერთი“). მოძღვრება, რომელიც მხოლოდ ერთი ღმერთის არსებობას აღიარებს. უპირისპირდება პოლითეიზმს და განსხვავდება ჰენოთეიზმისაგან. მონოთეიზმს ორი არსებითი ელემენტი ახასიათებს: ღმერთი ერთადერთია და ყოველივეს შემოქმედი. დიდი მონოთეისტური რელიგიებია: ებრაელობა, ქრისტიანობა, ისლამი.

მონოთეიზმი მონოლატრიის სახით პირველად მოსეს ათ მცნებაში გამოითქვა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი... არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა...“ მაგრამ შემდგომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი იაჰვეს (უფლის) გარდა ყველა სხვა ღმერთს, რომელთაც ებრაელი ხალხის მეზობელი ხალხები აღიარებდნენ, არაღმერთებად, ცრუღმერთებად თვლიდნენ. ჭეშმარიტი მონოთეიზმი გამოიხატა ბიბლიის დასაწყის სიტყვებში „დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“. ამ სიტყვების დამწერისთვის სხვა ღმერთი, გარდა ამ ღმერთისა, რომელიც სამყაროს ქმნის, არ არსებობს.

პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლა, ანუ ერთღმერთიანობის „აღმოჩენა“, ევოლუციის შედეგი არ ყოფილა. ერთი ღმერთის, სამყაროს ერთი შემოქმედის, ყოვლადძლიერის, აბსოლუტური არსებისადმი რწმენა ღვთიური გამოცხადების წყალობაა. ამას მოწმობენ რელიგიური ტექსტები, განსაკუთრებით, ძველი აღთქმა, რომელიც აბრაამის მაგალითზე ერთღმერთიანობის რწმენის წარმოშობას ექსისტენციალურ ნახტომად გვისახავს. აბრაამის გამოცდილებაში ერთი ღმერთის რწმენაზე (აღიარებაზე) გადასვლა არაფრით იყო განპირობებული, გარდა გამოცხადებისა, რომელიც მას ჩაესმა, რათა მთლიანად შეეცვალა მისი ცხოვრება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები