ნავსაწინააღმდეგო ავიაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავსაწინააღმდეგო ავიაცია - სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციის გვარეობა. განკუთვნილია მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების ძებნის, აღმოჩენის, თვალთვალისა და განადგურებისათვის საომარი მოქმედებების საზღვაო (საოკეანო) თეატრზე; ნავსაწინააღმდეგო ძალების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი.

ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში ნავსაწინააღმდეგო ავიაცია ორგანიზაციულად გაერთიანებულია ცალკეულ პოლკებად და ესკადრილიებად, სხვა სახელმწიფოებში - ესკადრილიებად, ავიაჯგუფებად, ესკადრებად, ფლოტილიებად.

შეიარაღებაში აქვთ სანაპირო და სახომალდო ბაზირების ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ჰიდროთვითმფრინავები და თვითმფრინავ-ამფიბიები, რომლებიც აღჭურვილია წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის საშუალებებით.

პირველად თვითმფრინავები წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა პირველ მსოფლიო ომში. ნავსაწინააღმდეგო ავიაცია ფართოდ გამოიყენებოდა II მსოფლიო ომშიც. ყველა დიდ სახელმწიფოში, როგორც საზღვაო ავიაციის გვარეობა გამოეყო XX საუკუნის 60-იან წლებში.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები