ნავსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ხომალდების შენაერთების (ჯგუფების, რაზმების) საბრძოლო მდგრადობის ამაღლებას. იგი ხორციელდება შენაერთების გაშლის, საბრძოლო მოქმედებების წარმოების, ზღვით გადასვლის, ბაზებში დგომის დროს, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების შეტევის პერიოდში.

ნავსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა მოიცავს წყალქვეშა ნავების თვალთვალს, ძებნას და განადგურებას, ბაზირების პუნქტებთან მისასვლელებზე ნავსაწინააღმდეგო ღობურების დაყენებას.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები