ნატოს სამხედრო კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს სამხედრო კომიტეტი - ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც ექვემდებარება ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, სამხედრო დაგეგმვის კომიტეტს და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფს. მისი ამოცანაა ნატოს ხელმძღვანელი პოლიტიკური ორგანოებისთვის სამხედრო საკითხებში მხარდაჭერის აღმოჩენა და მათი კონსულტირება. არის ნატოში გადაწყვეტილების მიღების და კონსულტაციების პროცესის საერთო სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი. მისი სესიები ტარდება არჩეული თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ასევე რეგულარულად, მაღალ დონეზე ტარდება სამხედრო კომიტეტის სხდომები, კერძოდ, გენერალური შტაბების უფროსების დონეზე.

ამ კომიტეტის ძირითადი მოვალეობები და ამოცანებია:

1. ნატოს ხელმძღვანელი პოლიტიკური ორგანოებისთვის რეკომენდაციების წარდგენა ნატოს თავდაცვითი ზონის ერთობლივი თავდაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომების შესახებ;
2. სამხედრო პოლიტიკის და სტრატეგიის საკითხების შესახებ მოქმედების და კონსულტირების საერთო მიმართულებების უზრუნველყოფა;
3. ნატოს სტრატეგიული სარდლობისთვის სამხედრო საკითხებში დირექტივების

მიცემა;

4. ჩრდილოატლანტიკური კავშირისთვის საერთო სტრატეგიული კონცეფციების შემუშავებაში მხარდაჭერის აღმოჩენა;
5. ნატოს ინტერესებისათვის პოლიტიკური საფრთხის მქონე რაიონების, სახელმწიფოების სიძლიერის და პოტენციალის ყოველწლიური გრძელვადიანი შეფასების მომზადება;
6. კრიზისის, დაძაბულობის ან ომის შემთხვევაში - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის კონსულტირება სამხედრო მდგომარეობის შესახებ,

სამხედრო ძალის გამოყენების საკითხებში რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები