ნივრის დედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნივრის დედა - Alliaria petiolata (Bieb.) Cavara et Grande

Fam. Cruciferae – ოჯ. ჯვაროსანნი;
Alliaria petiolata (Bieb.) Cavara et Grandeნივრის დედა.

ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ნივრის სპეციფიური სუნით. ფოთლები მარტივია, ფესვთანური – თირკმლისებრი, ღეროსეული – გულისებრ-კვერცხისებრია. ყვავილები თეთრია, შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედებად. ნაყოფი მოგრძო-ცილინდრული ჭოტია, მოკლე ნისკარტით დაბოლოებული. თესლი მოგრძოა, სიგრძეზე დაღარული ყვ. IV-VII; ნაყ.VI-VII.

იზრდება ზღვის დონიდან 1700-1900 მ-მდე ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ნაკაფებსა და ბაღ-პარკებში. ამჯობინებს ნოტიო, სუსტ მჟავე, ჰუმუსიან, ფხვიერ, ღორღიან და თიხნარ ნიადაგებს.

სამკურნალო ნედლეულს ფოთლები და თესლები წარმოადგენს. ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ სინიგრინს, ფლავონოიდებს (ალიაროზილს), რომელიც იწვევს მძლავრ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანმრთელებას და გაახალგაზრდავებას, ასკორბინის მჟავა, ასევ ხასიათდება ანტიოქიდანტური მოქმედებით, კაროტინს, რომლის ერთ-ერთ თვისებას ფილტვების მუშაობის გაუმჯობესებაა. თესლებში აღმოჩენილია 30% ცხიმოვანი ზეთები, ორგანული მჟავები – ერუნის, ლინოლევის, ოლეინის, ლინოლენის, პალმიტინის ეიკოზენის და ა.შ., 0,5-1% მდოგვის ზეთს, აგრეთვე თიოგლიკოზიდ სინიგრინს. ხასიათდება ანტისეპტკური, ოფლმდენი, ამოსახველებელი, შარდმდენი, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიჰელმინტური მოქმედებით. ხალხურ მედიცინაში ბალახისა და თესლების ნახარში გამოიყენება სურავანდის, ბრონქიალური ასთმის, კუჭის აშლილობის, ფურუნკულოზის, რევმატიზმის, ნევრალგიის, ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო საშუალებად. გარეგანად – ავთვისებიანი წყლულების სამკურნალოდ.

კვლევების თანახმად, ევროპაში ჯერ კიდევ ნეოლიტის ეპოქაში ცნობილი იყო საკვები და სამკურნალო მნიშვნელობით. იხმარება საკმაზად ნივრის ნაცვლად. თესლს იყენებენ მდოგვის შემნაცვლელად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები