ოპერატიული მანევრის ფორმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერატიული მანევრის ფორმები - ტერმინი, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებამდე გულისხმობდა შეტევით ოპერაციებში მოწინააღმდეგის დაჯგუფებების განადგურების ხერხებს. ოპერატიული მანევრის ფორმებს განეკუთვნებოდა:

  • ფრონტალური დარტყმა ერთ ან რამდენიმე მიმართულებაზე;
  • მოწინააღმდეგის დაჯგუფების ოპერატიული შემოვლა ან გარშემორტყმა;
  • მოწინააღმდეგის დიდი დაჯგუფების ალყაში მოქცევის და განადგურების მიზნით დარტყმები მიმართულებების დამთხვევის ადგილებში, დარტყმები უკან დახევის გზებიდან და ძნელად გასასვლელ ადგილებში განდევნის და მომწყვდევის მიზნით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების მოსაკვეთად და სხვა.

შემდგომში ოპერატიული მანევრის ფორმებს, მიაკუთვნებენ წამკვეთ დარტყმებსაც, გარემოცვას ჰაერში, გარშემორტყმას, ძალვის გადატანას სხვა მიმართულებაზე, ძალვის გასაძლიერებლად სიღრმიდან მანევრს. დასავლეთის მთელ რიგ არმიებში ოპერატიული მანევრის ფორმების მნიშვნელობით გამოიყენება ცნება „მანევრის ფორმები”.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები