ოპერატიული ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერატიული ხელოვნება - შეიარაღებული ძალების სახეობების გაერთიანებების მიერ ოპერატიული მასშტაბის საომარი მოქმედებების (ოპერაციები, ბატალია, საბრძოლომოქმედებები, დარტყმები) მომზადების და წარმოების თეორია და პრაქტიკა; სამხედრო ხელოვნების შემადგენელი ნაწილი.

ოპერატიული ხელოვნებას შუალედური მდგომარეობა უკავია სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის. ექვემდებარება სტრატეგიას და თავის მხრივ, განსაზღვრავს ტაქტიკის განვითარების ამოცანებს და მიმართულებებს.

ოპერატიული ხელოვნების შინაარსის და განვითარების განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორებს წარმოადგენენ: სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინა და სამხედრო პოლიტიკა, შეიარაღებული ძალების ტექნიკური აღჭურვილობა, მისი პირადი შემადგენლობის სწავლების სისტემა, შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების ხარისხი, უცხოეთის სახელმწიფოების ჯარების (ძალების) შეიარაღებით აღჭურვის დონე. აგრეთვე – სხვადასხვა ფორმის საომარ მოქმედებებში ჯარების (ძალების) გამოყენებაზე მათი შეხედულებების ცვლილებები; სამხედრო მოქმედების თეატრის სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები.

სარჩევი

ოპერატიული ხელოვნების ზოგადთეორიული დებულებები

ოპერატიული ხელოვნების ზოგადთეორიული დებულებები განსაზღვრავენ ოპერატიული ხელოვნების არსს, შინაარსს, ადგილს და როლს სამხედრო ხელოვნებაში, მის საგანსა და სტრუქტურას.

ოპერატიული ხელოვნების თეორიის ამოცანებში შედის აგრეთვე ოპერატიული მასშტაბის საომარი მოქმედებების ხასიათის, ფორმების, კანონზომიერებისა და შინაარსის კვლევა ომების გამოცდილების, ოპერატიული მომზადების პრაქტიკისა და სამხედრო (მათ შორის, სამხედრო-ტექნიკურ) დარგში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, როგორც საკუთარ ქვეყანაში ისე საზღვარგარეთ; ამ საფუძველზე – საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების ახალი ხერხების ძებნა და შემუშავება, გაერთიანებების ორგანიზაციული სტრუქტურისა და შეიარაღებისადმი მოთხოვნების განსაზღვრა; მაღალი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შენარჩუნების ღონისძიებების შემუშავება; ჯარების (ძალების) ურთიერთქმედების, მათი საბრძოლო მოქმედებების ყოველმხრივი უზრუნვეყლოფის საფუძვლების შემუშავება; სამხედრო მოქმედებების თეატრის ოპერატიული მოწყობის რეკომენდაციების შემუშავება; ოპერატიული მასშტაბის საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე სავარაუდო მოწინააღმდეგეების შეხედულებების კვლევა.

ოპერატიული ხელოვნების თეორიის ამოცანები

ოპერატიული ხელოვნების თეორიის ამოცანები მდგომარეობს მისი სტრუქტურის შემუშავებაში, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობის ოპერატიული ხელოვნების ზოგადი საფუძვლებითა და თეორიით: საერთო-საჯარისო ოპერატიული ხელოვნება (საერთო-საჯარისო გაერთიანების ოპერატიული ხელოვნება), სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერატიული ხელოვნებ, აგრეთვე სამხედრო-კოსმოსური ძალების ოპერატიული გამოყენებისა და ოპერატიული ლოგისტიკის თეორია.

შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობის ოპერატიული ხელოვნების თეორია ხელმძღვანელობს ზოგადი საფუძვლებით, ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების თავისი სახეობის გაერთიანების (შენაერთის) ორგანიზაციის, შეიარაღების, მოქმედებების სფეროს სპეციფიკას, საბრძოლო შესაძლებლობებსა და ოპერატიული გამოყენების ხერხებს. ზოგადი საფუძვლები განიხილავს ზოგადთეორიულ დებულებებს (ყველა სახეობის შეიარაღებული ძალებისათვის); უმნიშვნელოვანესი კატეგორიების შინაარსს, ოპერატიული მასშტაბის საომარი მოქმედებების ფორმების კლასიფიკაციასა და დამახასიათებელ ნიშნებს, მათი მომზადებისა და წარმოების პრინციპებს; საომარ მოქმედებაში შეიარაღებული ძალების სახეობების გაერთიანებების (შენაერთების) როლს, ადგილს, ამოცანებს და მათი შეთანხმებული გამოყენების ხერხებს, აგრეთვე ჯარების, (ძალების) მართვის საფუძვლებს.

ოპერატიული ხელოვნების პრაქტიკის ამოცანები

გამოიხატება და ხორციელდება სარდლობის, შტაბების, მართვის სხვა ორგანოებისა და ჯარების (ძალების) გაერთიანებების უშუალო საქმიანობით (ხელოვნებაში) საერთო-საჯარისო, საზღვაო, ერთობლივი და დამოუკიდებელი ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მომზადებისა და წარმოებისათვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები