ოხოზია (იუდეის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოხოზია იუდეის მეფე

ოხოზია - (ძვ.წ. 842) იუდეის მეფე, იორამის ძე. ოხოზია მამამისის პოლიტიკის გამგრძელებელი იყო იუდეაში. მასზე დიდ ზეგავლენას ახდენდა დედამისი, გოფოლია. ოხოზიას უნდოდა მთლიანად გაექრო იუდეაში ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა და ამიტომ მთელ სამეფოში კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებას მიჰყო ხელი. თუმცა ოხოზიას მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა და სულ ერთი წელიწადი გასტანა. ოხოზიამ შეუკავშირდა ისრაელის სამეფოს არამელებთან ბრძოლაში. ისრაელ-იუდეის ჯარი დამარცხდა. ბრძოლაში დაიჭრა ისრაელის მეფე იორამი, რომელიც ოხოზიასთან ერთად ისრაელში დაბრუნდა. ისრაელის არმიის მხედართმთავარმა იუიმ აჯანყება მოაწყო, მეფის სასახლეს თავს დაესხა და ორივე მეფე, იორამი და ოხოზია დახოცა. ოხოზიას ცხედარი იუდეველებმა იერუსალიმში წაიღეს და იქ დაკრძალეს წინაპართა აკლდამაში. მეფის სიკვდილის შემდეგ იუდეას გარკვეული დროის განმავლობაში ოხოზიას დედა, გოფოლია მართავდა გავლენიანი ფინიკიელების დახმარებით. გოფოლიამ დავით მეფის მთელი შთამომავლობა ამოაწყვეტინა, თუმცა გადარჩა ოხოზიას ძე, იოაში და გოფოლიას ტახტიდან გადაგდების შემდეგ გამეფდა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები