პეანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეანი(ბერძნ.) უბედობათა განმარიდებელი, მკურნალი ღვთაება.

ძველებს სჯეროდათ, რომ ზოგჯერ ღმერთებსაც სჭირდებოდათ მოვლა და აი, ასეთ ღვთაებად მათ პეანი წარმოიდგინეს. მითებში იშვიათად, მაგრამ მაინც ებრძვიან გმირები ღმერთებს: როდესაც ჰერაკლე მიწისქვეშა სამყაროს ეწვია, დაჭრა მის კარიბჭესთან მდგომი ჰადესი, რომელიც იძულებული გახდა ოლიმპოსზე აღზევებულიყო იარის მოსაშუშებლად. მას იქ ღვთაებათა მკურნალი პეანი უვლიდა. მანვე განუკურნა იარა ტროას ომში დიომედესის მიერ დაჭრილ არესსაც.

თუ ჰომეროსთან ოლიმპიელ ღმერთთა ექიმი მხოლოდ პეანია, ტრაგიკოსებთან ეს ფუნქცია გაინაწილეს აპოლონმა, ასკლეპიოსმა, დიონისემ და სხვა ღვთაებებმა და ზეწოდებად დაიმკვიდრეს მისი სახელი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები