რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაძალებისა და საშუალებების კომპლექსი, აგრეთვე ღონისძიებები და საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის სარაკეტო-ბირთვული დარტყმის მოსაგერიებლად მისი ბალისტიკური რაკეტების ან ამ რაკეტების ფრენის ტრაექტორიებზე ქობინების დაზიანების გზით.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შემადგენლობაში შედის:

  • ბალისტიკური რაკეტების (ბალისტიკური ნაწილების) შორი აღმოჩენის საშუალებები, სხვადასხვა სიშორის მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსები;
  • გამოთვლითი საშუალებების კომპლექსი;
  • ინფორმაციის გადაცემის საშუალებანი.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, დანიშნულების კვალობაზე, შეიძლება იყოს

ტერიტორიული – მთელი ქვეყნის თავდაცვისათვის;
ზონალური – მსხვილი რაიონების თავდაცვისათვის;
ობიექტების – დიდმნიშვნელოვანი ადმინისტრაციული, სამრეწველო და სამხედრო ობიექტების თავდაცვისათვის;
სტრატეგიული – სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტებისაგან თავდაცვისათვის (საკონტინენტთაშორისო, წყალქვეშა ნავების, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები) და არასტრატეგიული (ტაქტიკური) – საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებისაგან, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტებისაგან დასაცავად (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა საომარი მოქმედებების თეატრზე).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები