საარტილერიო შეტევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარტილერიო შეტევაარტილერიის საბრძოლო მოქმედებების ხერხი ომის დროს, შეტევით ოპერაციაში (ბრძოლაში).

საარტილერიო შეტევის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მთელი შეტევის განმავლობაში ქვეით ჯარს და ტანკებს მხარს უჭერდა არტილერია უწყვეტი მასირებული ცეცხლით. საარტილერიო შეტევის თეორია შემუშავდა და პრაქტიკულად შემოწმდა II მსოფლიო ომის დროს.

ომის შემდგომ პერიოდში (XX საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებიდან) ტერმინი საარტილერიო შეტევა ხმარებიდან გამოვიდა. შეტევაში არტილერიის საბრძოლო მოქმედებების შინაარსმა შემდგომი განვითარება პოვა, რაც გამოიხატებოდა სიღრმიდან ჯარების წინ წაწევის ცეცხლით უზრუნველყოფით, იერიშის საცეცხლე მომზადებით, იერიშის ცეცხლით მხარდაჭერითა და თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის ცეცხლით თანხლებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები