საბრძოლო მანევრირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მანევრირება

ავიაციაში

ცალკეული საფრენი აპარატის ან ჯგუფის ფრენის ტრაექტორიისა და რეჟიმის შეცვლა მარშრუტით ფრენისას, საბრძოლო მოქმედების დროს ისეთი მდგომარეობის დასაკავებლად, რომელიც უზრუნველყოფს იარაღის ყველაზე ეფექტურ გამოყენებას საჰაერო ბრძოლაში ან სახმელეთო (საზღვაო) მიზნებზე შეტევის განსახორციელებლად. მოიცავს საფრენი აპარატის მანევრს სიჩქარის, მიმართულებისა და სიმაღლის მიხედვით;

ფლოტში

ცალკეული ხომალდის ან მათი ჯგუფის გადაადგილება მოწინააღმდეგის ხომალდის (ობიექტების) მიმართ საზღვაო ბრძოლის, იერიშის, დარტყმის დროს.

გულისხმობს: მოწინააღმდეგესთან მიახლოებას, იარაღის გამოყენების და მოწინააღმდეგის იარაღის საბრძოლო ეფექტიანობის შემცირების მიზნით ხელსაყრელი პოზიციის დაკავებას და შენარჩუნებას, პოზიციის შეცვლას ერთი ობიექტიდან მეორეზე ცეცხლის გადასატანად. საბრძოლო მანევრირება სრულდება აგრეთვე უკან დახევის შემთხვევაში.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები