საველე წესდება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საველე წესდება – ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების მიერ საერთო-საჯარისო ბრძოლის მომზადების და წარმოების, ჯარების მართვის, გადაადგილების, ადგილზე განლაგების, აგრეთვე საბრძოლო ვითარების სხვადასხვა პირობებში ყოველმხრივი უზრუნველყოფის ძირითად დებულებებს. ზოგიერთი მათგანი შეიცავს ოპერატიული გაერთიანებების საბრძოლო საქმიანობის დებულებებს, აგრეთვე სამხედრო სტრატეგიის საკითხებს.

საველე წესდება მუშავდება დოქტრინის დებულებების, სამხედრო საქმის, იარაღის და სამხედრო ტექნიკის, ჯარების (ძალების) ორგანიზაციულ-საშტატო სტრუქტურის მდგომარეობის და განვითარების პერსპექტივების, აგრეთვე ომების და შეიარაღებული ძალების გამოცდილების საფუძველზე. შინაარსის მიხედვით საველე წესდება მჭიდროდ უკავშირდება საბრძოლო წესდებებს, ხოლო ზოგ სახელმწიფოში ის ერთადერთ ამგვარ დოკუმენტს წარმოადგენს.

მეთაურები (სარდლები) და შტაბები საველე წესდების მოთხოვნებით ხელმძღვანელობენ როგორც მშვიდობიანობის პერიოდში – ჯარების (ძალების) სწავლებისთვის, ასევე ომიანობის დროს – საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოებისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები