საზღვაო დესანტის გადასხმის ბაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვაო დესანტის გადასხმის ბაზაფლოტის, სახმელეთო ჯარების ნაწილების და შენაერთების დროებითი ფორმირება, რომელიც იქმნება ბრძოლის პერიოდში საზღვაო დესანტის გადასასხმელად და ნაპირზე ამოცანების გადასაწყვეტად (შედის დესანტის გადასხმის ძალების შემადგენლობაში). განკუთვნილია დესანტის მთავარი ძალების გადასხმის უზრუნველყოფისთვის, მათი პირადი შემადგენლობით, იარაღით, სამხედრო ტექნიკით, ყველა სახეობის მატერიალური საშუალებით შევსებისთვის, პირველი სამედიცინო დახმარების გაწევის, დაჭრილების და ავადმყოფების ევაკუაციისათვის, ასევე დაზიანებული სამხედრო ტექნიკის რემონტისა და ევაკუაციისათვის.

საზღვაო დესანტის გადასხმის ბაზაის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან სანაპიროს ზღვიდან დაცვის ძალები, სამხედრო პოლიციის (საკომენდანტო სამსახურის) ქვედანაყოფები, ლოგისტიკის ბაზები (ჯგუფები), კავშირგაბმულობის, თვალთვალის ქვედანაყოფები (ჯგუფები), ფლოტის, სახმელეთო ჯარების ჰიდროგრაფიული და სხვა სპეციალური ნაწილები და სამსახურები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები