სათავო სალაშქრო საგუშაგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სათავო სალაშქრო საგუშაგოსალაშქრო დაცვის ორგანო, რომლის მიზანია უზრუნველყოს ძირითადი ძალების დაუბრკოლებელი გადაადგილება, არ დაუშვას დასაცავ ჯარებში მოწინააღმდეგის დაზვერვის შეღწევა, მათზე უეცარი თავდასხმა, შექმნას ხელსაყრელი პირობები გაშლის და ბრძოლაში ჩაბმისთვის.

სათავო სალაშქრო საგუშაგო მარშის დროს გამოიყოფა ავანგარდისგან (მეწინავე რაზმისგან) მოძრაობის მიმართულებით, ასევე ბრიგადებისგან (პოლკებისგან), რომლებიც გადაადგილდებიან მთავარი ძალების შემადგენლობაში ორი მარშრუტით. სათავო სალაშქრო საგუშაგოში ინიშნება, როგორც წესი, გაძლიერებული ქვეითი (სატანკო) ასეული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები