საოქრომჭედლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საოქრომჭედლო

საოქრომჭედლო - ოქრომჭედლის სამუშაოდ განკუთვნილი სახელოსნო. საოქრომჭედლო სახელოსნოს სიდიდე მომუშავეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ის შეიძლება ძალიან პატარაც იყოს და შედარებით მოზრდილიც. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელოსნოს ადგილმდებარეობასა და განთავსებას: ა) სახელოსნო გზის პირას უნდა მდებარეობდეს, ადვილად მისაგნებ ადგილას; ბ) სახელოსნო კარგად უნდა იყოს განათებული. პატარა საგნების მკეთებელს ზოგჯერ, ჩვეულებრივი თვალისათვის უჩინარი სამუშაოს შემსრულებელ ოსტატს, უსინათლო ადგილსამყოფელი არ გამოადგება.

საქართველოს ერთ-ერთ დაწინაურებულ საოქრომჭედლო ცენტრში-ახალციხეში „ყვინჩებისა“ და ოქრო-ვერცხლის მჭედლების სახელოსნოები ერთმანეთის გვერდით იყო ჩამწკრივებული, ქუჩისაკენ ნათელი დარაბებით, პატარა ფიცრული შენობები, სადაც ხელოსნის მთელი საქმიანობა მიმდინარეობდა, ეს იყო ლითონის ჩამოსხმა, კვერვა, მოვერცხვლა, მოოქროვება, რჩილვა და ა.შ. ამავე დროს, სახელოსნო სავაჭრო დუქნის დანიშნულებასაც ასრულებდა. აქვე ხდებოდა დამზადებული ნივთების გაყიდვა. ხელოსანი დაბლა იჯდა დოშაკზე. წინ გამართული ჰქონდა დაბალი მაგიდა დახლივით, რომელზედაც განლაგებული იყო ხელსაწყო-იარაღები: სხვადასხვა ზომის ჩაქუჩები, ყალმები, მარწუხები, ქალაფთინი, ადიდა, ხიშტაკი თავისი ხოშებით, მაკრატელი, ჩიფთი (მაშა), ქლიბი, ზინდანები, სხვადასხვა სახის მანგანა, რიჯა, ფარგალი, თითბრის თარგები, ფჩა, დარიჯა, სიმქაში, რანდა და როვროვო, ორნამენტის გამოსაყვანი ბრინჯაოს ყალიბები და სხვ. ოქრომჭედელს თავისი მუდმივი საჯდომი ადგილის გვერდით მოწყობილი ჰქონდა ქურა - „ქორუგი“.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები