საქრისის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქრისის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრაშიანის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბორცვზე, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5 X 4 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია. შედარებით კარგადაა შემონახული ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთის მონაკვეთი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სწორკუთხოვან საკურთხეველში ერთი სარკმელი და ორი ნიშია, უფრო მცირე ზომის სარკმელია დასავლეთ კედელში. ერთი ნიში ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. გადახურულია კრამიტით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები