სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების ზონა − (ზოგიერთ სახელმწიფოთა არმიებში), შემოფარგლულია ფრონტიდან მხარეების ჯარების უშუალო შეხების ხაზით, ფლანგებიდან – საომარი მოქმედებების თეატრის საზღვრით, ზურგიდან – საზღვრით კომუნიკაციების ზონითურთ. თავდაცვაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში იქმნება დაფარვისა და თავდაცვის ზონები – საინჟინრო თვალსაზრისით შექმნილი ბატალიის რაიონი (ზოლი). აქ შენაერთები (გაერთიანებები) განლაგდებიან საბრძოლო წყობით (ოპერატიული დაწყობა) და აწარმოებენ ბრძოლას (ბატალიას). საბრძოლო მოქმედებების ზონა შედგება მეწინავე, ერთი ან რამდენიმე შუალედური ზღუდის და თავდაცვის სტრატეგიული ზღუდისაგან.

საბრძოლო მოქმედებების ზონის სიღრმე შეიძლება იყოს 250-300 კმ. და მეტი. მის ფარგლებში განალაგებენ არმიების ჯგუფებს, საველე არმიებს, საარმიო კორპუსებს და დივიზიებს, აგრეთვე საარმიო ავიაციის, საინჟინრო ჯარების, კავშირგაბმულობის, დაცვის და თავდაცვის ჯარების ნაწილებს და ქვედანაყოფებს, ლოგისტიკის, საბრძოლო მასალებისა და სხვადასხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობებს.

საბრძოლო მოქმედებების ზონა იყოფა არმიათა ჯგუფების, საველე არმიების, საარმიო კორპუსებისა და დივიზიების მოქმედებების ზოლებად (რაიონებად).

იხილე აგრეთვე

საბრძოლო მოქმედებების ზონა

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები