სიონი (იერუსალიმი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიონი - იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე გორაკი, რომელზედაც იდგა სოლომონის მიერ აშენებული ღმერთი იაჰვეს ტაძარი. სიონის სახელით აგებული ტაძრები ყველა ღვთისმშობლის მიძინებისაა და სიტყვა „სიონი“ ნიშნავს იმედს.

ეს მთა შეადგენს უძველეს ნაწილს ქალაქ იერუსალიმისა, ვინაიდან პირველად სწორედ აქ გაშენდა ქალაქი. იობოსელთაგან ამ მთის მიღების შემდგომ, მეფე დავითმა მეტად განამტკიცა სიონი, აღაშენა მასზე სამეფო ციხე-დარბაზი და უწოდა „ქალაქი დავითისა“ (II მეფ. V თ.).

გადმოცემის თანახმად, უფრო სწორად, ეპიფანე კვიპრელის ცნობით, იმპერატორმა ადრიანემ დანგრეულ იერუსალიმში, სიონის მთაზე, ნახა პატარა ეკლესია, რომელშიც სულიწმინდის მოფენა მოხდა. ევსები კესარიელის ცნობით, აქ მან იხილა იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსის - იაკობის კათედრა (ტახტი). სხვადასხვა ცნობების მიხედვით, სიონის ეკლესია მოციქულთა აგებულია და აქ მოხდა სულიწმინდის გადმოსვლა მოციქულებზე. თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი სიონია. მისი აშენება ქართლის ერისმთავრებს VI საუკუნის II ნახევარში დაუწყიათ.



წყარო

  • იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი
  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები