სპეციალური დუღაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეციალური დუღაბიდუღაბი, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: ცემენტი, დანამატები, წყალი და სპეციალური ქვიშა. არსებობს სპეციალური დუღაბი წყალუჟონადი (ჰიდროსაიზოლაციო), საინექციო, რენტგენოდამცავი, აკუსტიკური, დეკორატიული, ტამპონაჟური, მჟავამედეგი და სხვ. ჰიდროსაიზოლაციო დუღაბი გამოიყენება სარდაფის კედლებისათვის, სხვადასხვა ზედაპირის ჰიდროიზოლაციისათვის, თხევადი პროდუქტების საცავებისათვის და სხვ.; საინექციო – წინასწარდაძაბულ კონსტრუქციებში არხების შესავსებად, არმატურის კოროზიისაგან დასაცავად, ჰიდროტექნიკური ნაგებობების და ანაკრები კონსტრუქციების ნაკერების დამონოლითებისათვის; აკუსტიკური – ბგერაშთანთქმადი ბათქაშის მისაღებად; რენტგენოდამცავი – რენტგენის კაბინეტის კედლებისა და ჭერის შესალესად; ტამპონაჟური – მთის ქანებში ბზარებისა და სიცარიელეების, შახტებისა და გვირაბების გამონამუშევარსა და ქანებს შორის სივრცის შესავსებად და სამთო დაწნევის სამაგრზე თანაბარი განაწილებისათვის; დეკორატიული – შე-ნობის ფასადების, საკედლე პანელებისა და ბლოკების ზედაპირებისა და ინტერიერის მოსაპირკეთებლად; მჟავამედეგი – სამშენებლო კონსტრუქციების საშუალო და მაღალი კონცენტრაციის მჟავების ზემოქმედებისაგან დასაცავად. ჩამონათვალს გარდა სპეციალური დუღაბი შეიძლება იყოს მხურვალმედეგი, შამოტ-ცემენტის, შამოტ-ბოქსიტის, კალციუმის მინაზე დამზადებული და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები