სპეციალური ოპერაციების ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეციალური ოპერაციების ძალები - მთელი რიგი სახელმწიფოების სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალურად შექმნილი, გაწვრთნილი და აღჭურვილი ფორმირებები. განკუთვნილი არიან დივერსიული, სადაზვერვო და ტერორისტული მოქმედებების საწარმოებლად, მეამბოხეთა საქმიანობის, პროპაგანდისა და ძირგამომთხრელი მოქმედებების ორგანიზაციისათვის.

სსპეციალური ოპერაციების ძალებს იყენებენ მტრის ტერიტორიაზე ან მოწინააღმდეგის ზურგში ფსიქოლოგიური ომის წარმოებისათვის. ეს ძალები მუდმივ მზადყოფნაში ჰყავთ დაუყოვნებლივ გამოყენებისათვის. მათ შეუძლიათ, გადაწყვიტონ ამოცანები მშვიდობიანობის პერიოდში, კონფლიქტურ სიტუაციებში და ომის დროს; იმოქმედონ, როგორც სხვადასხვა გვარეობის ძალების შემადგენლობაში საომარი მოქმედებების თეატრზე, ისე დამოუკიდებლად.

ყველაზე მრავალრიცხოვანი სპეციალური ოპერაციების ძალები შექმნილია აშშ-ში. მოიცავენ რეგულარულ ნაწილებს და ქვედანაყოფებს, არმიის რეზერვისა და ეროვნული გვარდიის ფორმირებებს. ორგანიზაციულად შეყვანილი არიან სპეციალური ოპერაციების გაერთიანებულ სარდლობაში. შეიარაღებაში აქვთ სასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპლექტები, ოპტიკურ- ელექტრონული აპარატურა, რადიო-თანამგზავრული კავშირის საშუალებები, მსუბუქი ავტომობილები და საპარაშუტო-სადესანტო აღჭურვილობა, პროპაგანდის ტექნიკური საშუალებები.

სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობა სწავლებას გადის სპეციალურ ცენტრებსა და სკოლებში.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები