ახმეტელი სტეფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სტეფანე ახმეტელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფანე ახმეტელაშვილი

ახმეტელაშვილი (ახმეტელი) სტეფანე გიორგის ძე - (6.II.1877 - 1922) - გენერალი.

თავდაპირველი განათლება სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. 1897 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. შემდეგ მსახურობდა თურქესტანის მე-4 ბატალიონში. იყო პოდპორუჩიკი (1895), პორუჩიკი (1899), შტაბსკაპიტანი (1903). 1904-1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. გამოირჩეოდა ტყვეებისადმი კარგი დამოკიდებულებით, რის გამოც იაპონიის ფლოტის სარდალმა, ადმირალმა ხეიხატირო ტოგომ იაპონური ხმალი გამოუგზავნა. კაპიტანი (1907). 1913 თურქესტანის მე-9 მსროლელთა პოლკშია. I მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1915).

1917 წლის მაისში მე-6 საზღვაო პოლკის უფროსია.

დაჯილდოებული იყო ორდენებით:

წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის. 1918-

1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იყო ქართული საჯარისო ნაწილების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი. 1918 წელს იყო ქართული კორპუსის სარდალი. გენერალი (1918). 1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, სარდლობდა ეკატერინეფილდის (ბოლნისის) ფრონტს. შემდგომში იყო სახალხო გვარდიის თბილისის გარნიზონის უფროსი, სასაზღვრო ჯარების პირველი სარდალი. 1921 წლის თებერვალში იმყოფებოდა კახეთში და იქ დისლოცირებულ მე-6 ათასეულთან ერთად უკან იხევდა. ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. დახვრიტეს რიაზანის ჩეკაში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т 1, 2007;
  • ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, თბ., 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები