ტაიპეი 101

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაიპეი 101 არქიტექტორი სუ უაი ლი

ტაიპეი 101 (ტაიბეის მსოფლიო ფინანსური ცენტრი) (ინგლ. Taipei 101, ფორმალურად Taipei Financial Center Corporation) – 101 სართულიანი ცათამბჯენი ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) სიმაღლით 509,2 მ, რომელშიც შეთავსებულია თანამედროვე პოსტმოდერნისტული და ძველი ჩინური არქიტექტურული ტრადიციები (არქიტექტორი სუ უაი ლი). ტაიპეი 101 იყო ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში 2003-2007 წლებში. მინის, ფოლადისა და ალუმინისაგან აგებულ შენობას იჭერს 380 ცალი მაღალი სიმტკიცის (70 მპა) ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენები ჩასობილი მიწაში 80 მ სიღრმეზე. მიწისძვრისას სეისმური ძალების ჩასაქრობად შენობის 87-დან 91 სართულამდე სივრცეში განლაგებულია 660 ტონიანი სფერო-ქანქარა – ინერციული დემპფერი (დიამეტრით 5,4 მ). ცენტრში ასეულობით მაღაზია, რესტორანი, კლუბი და ოფისია. ცათამბჯენის კონსტრუქციაში გამოიყოფა 8 სექცია, რომელთაგან თითოეული შედგება 8 სართულისაგან (ჩინურ კულტურაში ციფრი 8 ასოცირდება წარმატებასა და აღორძინებასთან). შენობის განმეორებადი სეგმენტები გვაგონებს აზიაში გავრცელებულ არქიტექტურულ რიტმს – პაგოდას (კოშკი, რომელიც აერთებს ზეცასა და მიწას). კვირის მიმდინარე დღის მიხედვით, ცათამბჯენის სექციები ნათდება სინათლის სპექტრის ფერებად, ანუ ყოველ დღეს თავისი ფერი შეესაბამება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები