პაგოდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაგოდა

პაგოდა – (სანსკრ. भगवत्), აღმოსავლეთ-აზიური ტაძარი, ბუდისტური მემორიალური ნაგებობა და რელიკვიების საცავი. წარმოადგენს კოშკისებრ, ხშირ შემთხვევაში მრავალსართულიან ნაგებობას, რომლის შიგნით ინახება ბუდისტური რელიკვიები. ის პირველად გაჩნდა ჩინეთში, შემდეგ ნეპალში, ინდოეთში, კორეაში, იაპონიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში. აქვს ფარდულის ან მრავალიარუსიანი კოშკის ფორმა გეგმით კვადრატული ან 6-, 8- და 12-კუთხა. საშენ მასალად გამოიყენებოდა მერქანი, ქვა, აგური, ლითონი. ტაილანდში, ბირმაში, შრი-ლანკაში, ლაოსსა და კამბოჯაში პაგოდა უწოდებდნენ ბუდისტურ მორგს, რომელის ხშირად წარმოადგენდა წმინდა საგნების საცავს ან მემორიალურ კომპლექსებს.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები